GzaEnglish

წესები და პირობები

როგორ მუშაობს Gza და რა ევალება თითოეულ მხარეს.

ბოლო განახლება: 15 ნოემბერი, 2026

რა არის Gza

Gza არის შპს „პოვო ჯგუფი“ (POVO GROUP LLC)-ის პლატფორმა, რომელიც მგზავრს აკავშირებს დამოუკიდებელ მძღოლთან. Gza თავად გადაყვანას არ ახორციელებს და მძღოლის დამსაქმებელი არ არის: გადაყვანის ხელშეკრულება იდება მგზავრსა და მძღოლს შორის.

ანგარიშის შექმნით ეთანხმები ამ წესებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ანგარიში

ფასი და გადახდა

გაუქმება

შეკვეთის გაუქმება შეუძლია მგზავრსაც და მძღოლსაც მგზავრობის დაწყებამდე. გაუქმება ამ ეტაპზე უფასოა. ხშირი და უმიზეზო გაუქმება მეორე მხარის დროს ფლანგავს და შეიძლება ანგარიშის შეზღუდვის მიზეზი გახდეს.

მგზავრის ვალდებულებები

მძღოლის ვალდებულებები

მძღოლის თვიური პაკეტი

გზავნილი

შეფასებები, ქცევა და საჩივრები

მგზავრობის შემდეგ ორივე მხარე აფასებს ერთმანეთს. შეფასება უნდა იყოს გულწრფელი. შეურაცხყოფა, მუქარა, დისკრიმინაცია და შევიწროება აკრძალულია — ჩატშიც და მანქანაშიც.

თუ ვინმე ცუდად იქცევა, გამოგზავნე საჩივარი მგზავრობის ჩატიდან („საჩივარი“) ან მიწერე მხარდაჭერას. მხარდაჭერა ყველა საჩივარს განიხილავს და შეუძლია ანგარიშის გაფრთხილება ან დაბლოკვა.

ანგარიშის შეზღუდვა

წესების დარღვევის, თაღლითობის ან სხვების უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემთხვევაში შეგვიძლია ანგარიში დროებით ან სამუდამოდ დავბლოკოთ. გადაწყვეტილებას იღებს მხარდაჭერის თანამშრომელი; გასაჩივრება შეგიძლია მხარდაჭერასთან მიწერით.

პასუხისმგებლობა

Gza პასუხს აგებს პლატფორმის გამართულ მუშაობაზე. გადაყვანის ხარისხზე, დაგვიანებაზე და მგზავრობის დროს მიყენებულ ზიანზე პასუხს აგებს მძღოლი, როგორც გადამზიდავი. ეს არ ზღუდავს მომხმარებლის იმ უფლებებს, რომლებსაც „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი ანიჭებს.

საჩივრები და დავები

პრობლემის შემთხვევაში მოგვწერე აპიდან: პროფილი → მხარდაჭერა. ვპასუხობთ 10 სამუშაო დღეში. თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, დავას განიხილავს საქართველოს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ცვლილებები

წესების არსებითი ცვლილების შესახებ აპში შეგატყობინებთ სულ მცირე 14 დღით ადრე.

კონტაქტი

შპს „პოვო ჯგუფი“ (POVO GROUP LLC), ს/კ 428532046